უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის ფლორიდაში მიმდინარე მოლაპარაკებები, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში არჩევნების ჩატარების გრაფიკსაც მოიცავს.

ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, გარდა ამისა, დელეგაციის წევრები განიხილავენ რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიული გაცვლის შესაძლებლობას და სხვა საკითხებს, რომლებიც თეთრ სახლსა და კიევს შორის გადაუჭრელი დარჩა.

მანამდე, „აქსიოსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფლორიდაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე განიხილავენ ტერიტორიულ საკითხებსა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს.

შეგახსენებთ, ამჟამად ფლორიდაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თარგმანი: პირველი არხი