უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველთა უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობის ფონზე მიმდინარეობს.

უნგრული მედიის თანახმად, 15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 66,01%-მა, რაც 2022 წლის შესაბამისი დროის მაჩვენებელს 13,26%-ით აღემატება. 


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ამომრჩეველთა რაოდენობა 8 115 484-ის ტოლია.