მსახიობი უმა თურმანი 16 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ მსახიობმა გამოცემა The New York Times-ს განუცხადა.

მსახიობის თქმით, იმ დროს ის ნიუ იორკში ცხოვრობდა და კარიერას იწყებდა. უმა თურმანის თქმით,ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ის კლუბში წავიდა, სადაც 20 წლის მსახიობს შეხვდა, რომელმაც მასზე სექსუალურად იძალადა.

"შევეცადე მეთქვა „არა“,ვტიროდი,ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. მან მითხრა, რომ კარი ჩაკეტილი იყო და მის გაღებას ვერ შევძლებდი ", - იხსენებს მომხდარის დეტალებს უმა თურმანი.

მანამდე, მსახიობმა პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

უმა თურმანის თქმით, ფილმ Pulp Fiction-ის წარმატების შემდეგ, პროდიუსერმა ის პარიზში, ერთ-ერთ სასტუმროში დაპატიჟა და საუნაში წასვლა შესთავაზა. მსახიობის თქმით, მან ადგილი სასწრაფოდ დატოვა. რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი ლონდონში, სასტუმროში შეხვდნენ ერთმანეთს. მსახიობის თქმით, ჰარვი ვაინშტაინი მას ავიწროებდა და თავისი სასქესო ორგანოების ჩვენებას ცდილოდა.

თუმცა, ვაინშტაინის წარმომადგენელმა ბრალდებების საპასუხოს განაცხადა, რომ თურმანის სიტყვები ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ "სინამდვილეს არ შეესაბამება".