ამის შესახენბ ინფორმაციას უკრაინული სააგენტოები ავრცელებენ

სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და გამოძიების ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ უკრაინის უზენაეს სასამართლოში ფართომასშტაბიანი კორუფციის ფაქტის გამოვლენის შესახებ განაცხადეს.




news.liga. net-ის ინფორმაციით, სამართალდამცავ უწყებებში წყარომ განაცხადა, რომ ქრთამის ოდენობამ 2,7 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევია.
 

სპეცილიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურა აცხადებს, რომ ამჟამად ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები და დეტალების შესახებ მოგვიანებით ისაუბრებენ.  

კნიაზევი 2021 წლის 22 ოქტომბერს აირჩიეს უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ.
 
2022 წლის 9 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციული ბიურო ეძებდა, მაგრამ ვერ იპოვა კნიაზევის რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მტკიცებულება.