უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს არ აქვს არანაირი საფუძველი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მოწინააღმდეგე უწოდოს.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს არ აქვს საფუძველი იმის მტკიცების, რომ მას არჩევნებში გამარჯვების გზაზე უკრაინის პრეზიდენტთან ბრძოლა მოუწია. ჯერ ერთი, არც უკრაინა და არც მისი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ მონაწილეობდნენ უნგრეთის პოლიტიკურ კამპანიაში. მეორეც, უკრაინის პრეზიდენტი ყოველდღიურად არის დაკავებული ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმით - ბრძოლით რუსული აგრესიის წინააღმდეგ" - ნათქვამია განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მადლიერი უნდა იყოს ზელენსკის და უკრაინის იმ ფაქტისთვის, რომ ომი უნგრეთის საზღვრებამდე არ მიუღწევია. სამინისტრომ გამოთქვა იმედი, რომ უნგრეთი ურეაქციოდ არ დატოვებს რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს, მკაფიოდ დაგმობს მათ და გადახედავს თავის მიდგომას უკრაინის დახმარების საკითხისადმი. "უკრაინაში უსაფრთხოების გარეშე, არ იქნება უსაფრთხოება უნგრეთში", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ურაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უნგრეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიქტორ ორბანის გამოსვლის დროს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ფიდესმა უდიდეს გამარჯვებას მიაღწია და ეს „მთვარიდანაც კი ჩანს". ჩვენ არასდროს გვყოლია ამდენი მოწინააღმდე, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა და მოწინააღმდეგეებს შორის დაასახელა „ბიუროკრატები ბრიუსელში", სოროსის იმპერია, სხვადასხვა ქვეყნის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და „ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი".