უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადის მორიგი გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილების თანახმად, სამართლებრივი რეჟიმი ძალაში 2026 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით დარჩება.

აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა. ეს უკვე რიგით მრავალჯერადი გახანგრძლივებაა მას შემდეგ, რაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, უკრაინაში საგანგებო რეჟიმი 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა.

საომარი მდგომარეობის გაგრძელება ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, საზღვრის გადაკვეთის წესებს სამხედრო ვალდებულების მქონე მამაკაცებისთვის, ასევე კომენდანტის საათისა და უსაფრთხოების სხვა სპეციალური ზომების შენარჩუნებას ქვეყნის მასშტაბით.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ეს ნაბიჯი აუცილებელია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად და რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.