უკრაინის ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ სევერსკიდან გავიდნენ. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორამციით, რუსულ ძალებს სევერსკში მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ ადამიანური რესურსებითა და აღჭურვილობით.
„სევერსკის რაიონში მძიმე ბრძოლები გრძელდება. რუს ოკუპანტებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ ადამიანური რესურსებითა და აღჭურვილობით და, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, აგრძელებენ აქტიურ შეტევით ოპერაციებს. ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლისა და ჩვენი დანაყოფების საბრძოლო ეფექტურობის შესანარჩუნებლად, უკრაინელი დამცველები ქალაქიდან გავიდნენ“, – ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რიცხობრივი უპირატესობისა და რთული ამინდის პირობებში, ბოლო დღეების განმავლობაში მტერი წინ მიიწევდა.
რაც შეეხება ქალაქ სლავიანსკის, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქალაქი უკრაინის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება.
„ქალაქში ოკუპანტები დამარცხდნენ და მათი ლოჯისტიკა შეწყვეტილია. მტრის დანაყოფები იბლოკება მათი შემდგომი წინსვლის თავიდან ასაცილებლად. თავდაცვის ძალები აგრძელებენ საბრძოლო მისიების შესრულებას სლავიანსკის მიმართულებით“, – ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.
თარგმანი: პირველი არხი




