უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა დანებებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სვირიდენკომ აღნიშნა, უკრაინა არ დაეთანხმება შეთანხმებას, რომელიც რუსეთს მისცემს შესაძლებლობას "მეტი ძალადობით დაბრუნდეს".
"დღეს, როდესაც უკრაინის დელეგაცია პარტნიორებს ხვდება ლონდონში, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას: უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა დანებებისთვის", – წერს სვირიდენკო.
უკრაინის ეკონომიკის მინისტრის თქმით, სრული ცეცხლის შეწყვეტა ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე არის აუცილებელი პირველი ნაბიჯი და თუ რუსეთი შეზღუდულ პაუზას აირჩევს, უკრაინა იმავეთი უპასუხებს.
"ჩვენი ხალხი არ მიიღებს გაყინულ კონფლიქტს, რომელიც შენიღბულია მშვიდობად. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ყირიმის ოკუპაციას. და თუ NATO-ში გაწევრიანება არ იქნება უზრუნველყოფილი, უკრაინა მოითხოვს უსაფრთხოების სავალდებულო გარანტიებს – საკმარისად ძლიერს, რომ შეაკავოს მომავალი აგრესია და საკმარისად მკაფიოს, რომ უზრუნველყოს მყარი მშვიდობა", – წერს სვირიდენკო.
As Ukraine’s delegation meets with partners in London today, we reaffirm a principled position: Ukraine is ready to negotiate—but not to surrender.
— Yulia Svyrydenko (@Svyrydenko_Y) April 23, 2025
There will be no agreement that hands Russia the stronger foundations it needs to regroup and return with greater violence. A full…