"ბელარუსი არ არის ჩართული რუსეთის სრულმასშტაბიან სახმელეთო ომში უკრაინის წინააღმდეგ და ამის ნიშნები არ არსებობს", - თქვა ანდრი იუსოვმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) სპიკერმა. 

მან მოსკოვის განცხადებებს, ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესაძლებლობის შესახებ, ბირთვული შანტაჟის ელემენტი უწოდა.

"რა თქმა უნდა, ბელარუსის ხალხი ისევ მძევლად აიყვანეს, ახლა ბირთვული არგუმენტის დამატებითი ელემენტით, ბირთვული შანტაჟით. ეს ევროპას, NATO-ს, ან უკრაინას არაფრით ემუქრება, მაგრამ პუტინი აჩვენებს, რომ მას, ჭადრაკის დაფაზე, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა ჯერ კიდევ შეუძლია", - ციტირებს იუსოვს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური.