უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხი წლის გასვლასთან დაკავშირებით, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უკრაინის ბრძოლა ევროპის საერთო ბრძოლაა.
სოლიდარობის ნიშნად კომისიის შტაბ-ბინა უკრაინის დროშის ფერებით განათდა.
„უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. ეს არა მხოლოდ სოლიდარობის სიმბოლოა, არამედ მათდამი პატივისცემა, ვინც სიცოცხლე გაწირა, და მოწოდება, რომ გავაორმაგოთ ძალისხმევა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ ევროპის საერთო ღირებულებები, ძალა და ერთგულება არასდროს შეირყევა.




