ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მედია YC Market-ის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
2023 წელს უკრაინაში სარესტორნო ბიზნესის წმინდა შემოსავალმა მიაღწია 31,6 მილიარდ გრივნას, რაც 120%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით და 26%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით, - ნათქვამია YC Market-ის კვლევაში.
ქვეყნის მასშტაბით, 23 მილიარდი გრივნის შემოსავლით, რაც სექტორის შემოსავლების 72%-ია, კიევი დომინირებს. მეორე ადგილი დნეპროპეტროვსკის რეგიონმა დაიკავა, მესამე კი ლვოვის რეგიონმა.
სარესტორნო ბიზნესით დაკავებული კომპანიების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.