უკრაინა რუსეთის ქალაქ უფას უპილოტო აპარატებით დაესხა თავს, რის შემდეგაც ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა, მუშაობა შეაჩერა უფას აეროპორტმა, ქალაქში გათიშულია მობილური ინტერნეტი.
უკრაინული მედიის თანახმად, ნავთობის პირველადი გადამუშავების ვაკუუმურ სვეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
ობიექტის ტერიტორიაზე კამიკაძე აპარატების გამოჩენის შემდეგ, ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. თავდასხმის გამო „უპილოტო საფრენი აპარატის საფრთხის“ რეჟიმი შემოიღეს.
ამასთან, უფას აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, ხოლო ქალაქში მობილური ინტერნეტი გაითიშა.
თარგმანი: პირველი არხი