მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან სტუმრობის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აზერბაიჯანში ჩავიდა.

აზერბაიჯანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორ ორბანი აზერბაიჯანს ეწვია თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის  სახელმწიფოთა მეთაურთა არაფორმალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად. სამიტი შუშაში გაიმართება. 

სამიტში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანში იმყოფებიან ყაზახეთის, უზბეკეთის ყირგიზეთის, კვიპროსის თურქული ნაწილის პრეზიდენტები.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხან ალიევის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდუს შეხვედრის დროს განხორციელებული ვიდეოჩართვის დროს აღნიშნა, რომ ვერ მიიღებს მონაწილეობას სამიტში, რადგან უნდა დაესწროს გერმანიაში ევრო 2024-ის მეოთხედფინალურ შეხვედრას თურქეთსა და ნიდერლანდებს შორის და მის ნაცვლად აზერბაიჯანში ვიცე-პრეზიდენტი ჩავა.