თურქეთში მიწისძვრების შედეგად დანგრეული შენობების საქმეზე, მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 12 ადამიანი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან კონტრაქტორები.
შესაძლოა, დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან პროკურატურას 29 ადამიანის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.
თურქეთის იუსტიციის სამინისტროს განკარგეულებით, 10 პროვინციაში საგამოძიებო ჯგუფები შეიქმნება.