Deutsche Welle ავრცელებს ინფორმაციას, რომ გამოცემის კორესპონდენტი, ალიჯან ულუდაღი, რომელიც რამდენიმე წელია DW-ს თურქეთის ბიუროში მუშაობს, ანკარაში დააკავეს.
ის სტამბოლის უმაღლესი პოლიციის ორგანოს, სტამბოლის პროვინციული პოლიციის შტაბ-ბინაში გადაიყვანეს.
მას ბრალი ედება “საზოგადოებისთვის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებაში,” “პრეზიდენტის შეურაცხყოფაში” და “თურქი ერის, სახელმწიფოსა და ინსტიტუტების შეურაცხყოფაში.”
ბრალდებები მის მიერ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გაკეთებულ X-ის პოსტს უკავშირდება, სადაც ის DW-ს განმარტებით, "აკრიტიკებს თურქეთის მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს, რამაც ISIS-ის შესაძლო ტერორისტების გათავისუფლება გამოიწვია. მან მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა."




