თურქეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიების ალიანსმა მრავალთვიანი განხილვების შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩია - ის ქემალისტური პარტიის ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ იქნება. 

74 წლის ქილიჩდაროღლუს არჩევას წინ რთული და დაძაბული პროცესი უძღოდა, რომლის ფარგლებში ე.წ. ექვსთა მაგიდა კავშირში შემავალმა ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პოლიტიკოსმა მერალ აქშენერმა დატოვა.

3 მარტს, როდესაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად მორიგ ჯერზე შეიკრიბნენ, აქშენერმა განაცხადა, რომ კავშირი აღარ გამოხატავს თურქი ხალხის ნებას. იავაშმა სტამბოლისა და ანკარის მერებს მოუწოდა საკუთარ თავზე აეღოთ პასუხისმგებლობა და ეპასუხათ ხალხის მოთხოვნაზე.

იავაშის გამოსვლიდან მალევე ეკრემ იმამოღლუმ და მანსურ იავაშმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ არ აპირებდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

5 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში ბლოკში შემავალი ხუთივე პარტიის ლიდერები, სტამბოლისა და ანკარის მერებთან ერთად ვიცე-პრეზიდენტების პოსტს დაიკავებდნენ.