ამ,ის შესახებ ინფორმაციას სერბეთის მედია ავრცელებს.

კვირას, 29 მარტს, სერბეთის ათ მუნიციპალიტეტსა და ქალაქში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. არჩევნებიდან რამდენიმე საათში სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა საზოგადოებას სერბეთის პროგრესული პარტიის შტაბ-ბინიდან მიმართა სიტყვით და განაცხადა, რომ მისმა მხარდამჭერებმა ათივე მუნიციპალიტეტსა და ქალაქში გაიმარჯვეს.

სერბეთის მედიის ცნობით, „ახალგაზრდების ხმის“ სიის წარმომადგენლები კულის მუნიციპალიტეტიდან აცხადებენ, რომ მათთან შედარებით ალექსანდარ ვუჩიჩი - სიის წარმომადგენლებს უპირატესობა არ აქვთ.

მას არ გაუმარჯვია. ხმების 80 პროცენტია დათვლილი და ჩვენ ვლიდერობთ“, - აცხადებენ ისინი. გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად კი, კულის მუნიციპალიტეტში ვუჩიჩის სიის წარმომადგენლები ხმების 50,42%-ით ლიდერობენ, თუმცა ყველაფერი ბოლომდე ჯერ კიდევ არაა გარკვეული, რადგან 40 საარჩევნო უბნიდან ხმები დათვლილია 39-ში.

ხმის მიცემის უფლება 250 000-ზე ოდნავ ნაკლებ ამომრჩეველს ჰქონდა.

ადგილობრივი არჩევნები, რომელში მონაწილეობის უფლებაც 250 000 ამომრჩეველს ჰქონდა, განიხილებოდა როგორც ვუჩიჩისა და სერბეთის პროგრესული პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების რეიტინგების შემოწმება, ჩატარებული ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის ჩამონგრევით გამოწვეული მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების შემდეგ.