ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“ იუწყება

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლად ნიშნავს, რათა შეცვალოს მაიკ ვალცი, რომელსაც ის გაეროში აშშ-ის ელჩად წარადგენს.

ტრამპმა ამის შესახებ  მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უოლცი და მისი მოადგილე, ალექს ვონგი, ადმინისტრაციას ტოვებდნენ, სულ რაღაც რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მრჩეველმა ჟურნალისტი დაამატა Signal-ის ჩატში, რომელიც სამხედრო გეგმების განსახილველად გამოიყენებოდა.