პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა გაერო, რომელიც, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „აქვს პოტენციალი“, არის „არც ისე კარგად მართული“. მან ასევე შეწყვიტა შეერთებული შტატების ურთიერთობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან და გაახანგრძლივა პალესტინის დახმარების სააგენტოს (UNRWA) დაფინანსების გაყინვა და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) საქმიანობის შესწავლის ბრძანება გასცა.
მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ გაეროს დიდი პოტენციალი აქვს. ამჟამად ამ პოტენციალის რეალიზება არ ხდება, ფაქტობრივად, დიდი ხანია უკვე, რაც არ ხდება. მასზე დიდი იმედებია დამყარებული, ის კი არც ისე კარგად იმართება. გულახდილად რომ ვთქვათ, ისინი ვერ ართმევენ თავს სამუშაოს და არ ასრულებენ თავიანთ საქმეს. ბევრი იმ კონფლიქტიდან, რომლის მოგვარებაზედაც ვმუშაობთ, მათ უნდა მოეგვარებინათ ან, უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენ უნდა დაგვხმარებოდნენ, მათ ჩვენთვის კი, მგონი, არასდროს აღმოუჩენიათ დახმარება, - თქვა ტრამპმა.
მან ასევე გაახანგრძლივა გაახანგრძლივა პალესტინის დახმარების სააგენტოს დაფინანსების გაყინვა და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, დაავალა შეისწავლოს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის, პირველ რიგში, იუნესკოს საქმიანობა და გადახედოს იმ კონვენციებს და ხელშეკრულებებს, რომლებიც ხელს უწყობენ რადიკალურ ან ანტიამერიკულ განწყობებს.