აშშ-ის პრეზიდენტმა კონფლიქტი წარმოადგინა, როგორც მცდელობა, უზრუნველყოფილიყო უკეთესი და უფრო უსაფრთხო მომავალი შეერთებული შტატებისთვის.
„ეს არის რეალური ინვესტიცია თქვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალში“, - თქვა ტრამპმა. „მთელი მსოფლიო უყურებს და უბრალოს ვერ ახერხებენ თვალი მოაშორონ ამ ძალას, ამ სიმტკიცეს, ამ ბრწყინვალებას. ისინი უბრალოდ ვერ უჯერებენ საკუთარ თვალებს“.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომი აუცილებელია ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის თავიდან ასაცილებლად.




