ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი truthsocial-ზე წერს.

„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები გამართეს ახლო აღმოსავლეთში ჩვენი სამხედრო მოქმედებების სრული და ყოვლისმომცველი გადაწყვეტის შესახებ. ამ ღრმა, დეტალური და კონსტრუქციული მოლაპარაკებების ხასიათისა და ტონის გათვალისწინებით, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მე ომის დეპარტამენტს დავავალე, ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი სამხედრო დარტყმა ხუთი დღით გადადოს, მიმდინარე შეხვედრებისა და დისკუსიების წარმატებით დასრულებამდე. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“ - წერს პრეზიდენტი.