ტრამპმა თურქეთიდან ბრიტანეთში მალულად გადაფრენაზე ისაუბრა.

ტრამპმა ახსნა, თუ როგორ დატოვა თურქეთი: „მე უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც მათ სწორად მიაჩნიათ...“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ივლისში თურქეთი დატოვა არა საკუთარი, არამედ სხვა თვითმფრინავით.

„ეს მთლიანად საიდუმლო სამსახურის გადასაწყვეტია. მე უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც მათ სწორად მიაჩნიათ, ამიტომ საიდუმლო სამსახურსა და სამხედროებს ვენდობი. რ რაღაც სახის მუქარა იყო. მე ამის შესახებ ნამდვილად არ მიკითხავს. ბევრ მუქარას ვიღებ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

თეთრმა სახლმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა Air Force One გამოიყენა. გამოცემის ცნობით, უსაფრთხოების რთული სცენა დადგმული იყო: ტრამპი ანკარაში ტელევიზიის კამერების წინ საპრეზიდენტო თვითმფრინავში ავიდა, მაგრამ დაშვებიდან რამდენიმე წუთში ის ფარულად გადაიყვანეს უფრო პატარა თვითმფრინავში - C-32A-ში - აეროპორტის ჩვეულებრივი კვების სატვირთო მანქანის გამოყენებით. C-32A-ის აფრენიდან გარკვეული დროის შემდეგ შემდეგ ძველი Air Force One აფრინდა.

საპრეზიდენტო თვითმფრინავი „სატყუარას როლს ასრულებდა“, - აღნიშნავს "ვაშინგტონ პოსტი". ბორტზე იმყოფებოდნენ ჟურნალისტები და თეთრი სახლის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც ჩანაცვლების შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულნი და თვლიდნენ, რომ პრეზიდენტი მათთან ერთად მოგზაურობდა.

8 ივლისს "ნიუ-იორკ ტაიმსმა" საიდუმლო სამსახურის წყაროზე რომ დაყრდნობით  გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი თურქეთში სამიტზე კატარის სამეფო ოჯახის მიერ ნაჩუქარი ახალი თვითმფრინავით გაემგზავრა, თუმცა, ძველი თვითმფრინავით დაბრუნდა, რადგან ახალი თვითმფრინავი საჭირო „სარაკეტო თავდაცვის სისტემებით“ არ იყო აღჭურვილი. ორ დღეზე ნაკლები ხნის შემდეგ გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ რამდენიმე ჟურნალისტი ამ ინფორმაციის გამოქვეყნების გამო დაიბარა. მოგვიანებით, წყაროებზე დაყრდნობით, The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა აშშ-ს გადასცა სადაზვერვო ინფორმაცია ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის სავარაუდო შეთქმულების შესახებ, თუმცა აშშ-ის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია სანდოდ არ მიიჩნია.

მსგავსი თვითმფრინავის ჩანაცვლების ოპერაცია 2000 წელსაც განხორციელდა, როდესაც პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა პაკისტანში გაფრენისთვის უცნობი აღმასრულებელი თვითმფრინავი გამოიყენა. ოფიციალური საპრეზიდენტო თვითმფრინავი, Air Force One, ასევე სატყუარად გამოიყენეს. 

წყარო: აშშ-ის საინფორმაციო სააგენტოები

მოამზადა რაულ კაპანაძემ