დონალდ ტრამპი ირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.

მისი თქმით, საქმე აქამდე არ მივიდოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.

"პრეზიდენტ ტრამპის დროს ჩვენ არ გვქონია ომი ახლო აღმოსავლეთში. 7 ოქტომბერს "ჰამასის" თავდასხმა არ მოხდებოდა, თეთრ სახლში მე
რომ ვყოფილიყავი", – აღნიშნა ტრამპმა.

ისრაელის არმიის წინასწარი მონაცემებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა ისროლა.

ირანის ცნობით, მისი გუშინდელი სარაკეტო იერიშის სამიზნე თელ-ავივთან მდებარე სამი სამხედრო ბაზა იყო.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ნასროლი რაკეტების ნაწილი სამიზნემდე მიღწევამდე ჩამოაგდეს, ზოგიერთი კი ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში აფეთქდა.

ისრაელი ირანს საპასუხო ზომებით ემუქრება.

ისრაელმა ნება დართო ადგილობრივებს, დატოვონ თავშესაფრები.

დასავლეთის ლიდერების ნაწილმა ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა უკვე დაგმო.