აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირლანდიაში ორდღიანი ვიზიტის დასრულებისას განაცხადა, რომ ირლანდიურ ვისკიზე ტარიფებს გააუქმებს.
კლერის საგრაფოში, დუნბეგის გოლფის კურორტზე ირლანდიის ღია პირველობის დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილები ტაშით შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ირლანდიურ ვისკიზე ტარიფების გაუქმების შესახებ.
ტრამპმა, რომელსაც თეთრი ქუდი ეხურა წარწერით „აშშ“, ირლანდიის ღია პირველობის თასი გამარჯვებულ შეინ ლოურის გადასცა და დამსწრეებს განუცხადა, რომ ვისკის გადასახადები ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინთან და გოლფის მოთამაშე ლოურისთან განხილვისას მას მოსვენებას არ აძლევდნენ და განუწყვეტლივ ეკითხებოდნენ:
„ანგარიშს ხომ ვერ გაგვიწევდით? ეს ხომ უსამართლობაა. შესაძლებელია, რომ ანგარიში გაგვიწიოთ და ირლანდიურ ვისკის ტარიფები მოუხსნათ?“
„და, მეც შეერთებული შტატების სახელით ვთქვი, რომ ირლანდიურ ვისკიზე გადასახადებს გავაუქმებ“, - განაცხადა ტრამპმა ხალხის ოვაციების ფონზე.
ტურნირის შემდგომ პრესკონფერენციაზე ლოურიმ ხუმრობით აღნიშნა:
„ირლანდიელმა ვისკის მწარმოებლებმა სასწრაფოდ უნდა გამომიწერონ ჩეკი, ეს ხომ მათთვის უზარმაზარი მოგებაა“.
ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმპორტირებული ირლანდიური ვისკი 10%-იან საბაჟო გადასახადს ექვემდებარება. ამავდროულად, ჩრდილოეთ ირლანდიაში ან გაერთიანებული სამეფოს სხვა ტერიტორიაზე წარმოებულ ვისკიზე საბაჟო გადასახადის ნულოვანი ტარიფი მოქმედებს.
ტურნირის შემდგომ პრესკონფერენციაზე ლოურიმ ხუმრობით თქვა: „ირლანდიელმა ვისკის მწარმოებლებმა სასწრაფოდ უნდა გამომიწერონ ჩეკი; ეს ხომ მათთვის რაღაც ღირებულების მქონეა“.
„გუშინ საღამოს დიდ ვახშამზე კი ვიყავით ერთად და ვისაუბრეთ, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემ გამო მიიღო“, — დასძინა ლოურიმ.
მოამზადა რაულკაპანაძემ




