ასეთი განცხადებით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვისას გააკეთა.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის მიმართ მისმა კონფრონტაციულმა მიდგომამ, მათ შორის მისი პირველი ვადის განმავლობაში 2015 წლის მრავალმხრივი ბირთვული შეთანხმების გაუქმებამ, რეგიონი და ისრაელი განადგურებისგან იხსნა.

ტრამპის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დროს ხელმოწერილი შეთანხმება „ირანისთვის უზარმაზარი ბირთვული იარაღის კოლოსალური არსენალის შექმნას გამოიწვევდა“.

შეთანხმების ფარგლებში, ირანმა მკვეთრად შეამცირა თავისი ბირთვული პროგრამა მკაცრი საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ.

„მათ ,ბირთვული იარაღი> წლების წინ ექნებოდათ და გამოიყენებდნენ კიდეც“, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ „ეს იქნებოდა სრულიად განსხვავებული სამყარო. დღეს არც ახლო აღმოსავლეთი იქნებოდა, არც ისრაელი“.

ირანი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მისი ბირთვული საქმიანობა მშვიდობიანია და რომ ის არასდროს ისწრაფვოდა ბირთვული იარაღის შექმნისკენ.