„სიბიეს ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „ყველაფერზე დათანხმდა“ და მზადაა ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან გამდიდრებული ურანის ირანიდან გასატანად.
ტრამპის მტკიცებით, რომ ურანის ირანიდან გატანის პროცესში ამერიკის სახმელეთო ჯარები არ ჩაერთვებიან. კითხვაზე, ვინ წამოიღებდა მას, ტრამპმა უპასუხა: „ჩვენი ხალხი“.
„არა. ჯარები არა. ჩვენ მათთან ერთად წავალთ და შემდეგ ავიღებთ მას. ერთად ვიმუშავებთ, რადგან იმ დროისთვის შეთანხმება გვექნება და ბრძოლის საჭიროება აღარ იქნება. ხომ კარგია, არა? ასე სჯობს. საჭიროება რომ ყოფილიყო, სხვაგვარად ვიმოქმედებდით, ჩვენი ხალხი, ირანელებთან ერთად, იმუშავებს მის ამოსაღებად, შემდეგ კი ჩვენ მას შეერთებულ შტატებში წამოვიღებთ“, - თქვა მან.
პრეზიდენტმა ასევე გამოაცხადა, რომ ირანი დათანხმდა შეწყვიტოს ისეთი მარიონეტული ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა, როგორიცაა „ჰეზბოლა“ და „ჰამასი“.
კითხვას, როდის გამოაცხადებდა ის შეთანხმების შესახებ, ტრამპმა უპასუხა, რომ ორივე მხარე ამ შაბათ-კვირას შეხვდება და აშშ გააგრძელებს ბლოკადას „სანამ ჩვენს სასურველს არ მივაღწევთ“




