ვიეტნამში ტურისტული ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და მაშველების ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ნავი ტურისტულ მარშრუტს ასრულებდა. ბორტზე მყოფი რამდენიმე მგზავრის გადარჩენა და სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა უკვე მოხერხდა, თუმცა დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ დგინდება.
სამართალდამცავი უწყებები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ და მომხდარის ზუსტ მიზეზებს იძიებენ. პირველადი ვერსიით, ტრაგედია შესაძლოა უამინდობამ ან ნავის გადატვირთვამ გამოიწვია.