გამოცემა The Guardian-ის ცნობით, სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავა და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს.
"უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამ თვეში ნიუ-იორკში ჩავა, გაეროს ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრება და უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს", - განაცხადა ალბანეთის ელჩმა გაეროში, ფერიტ ჰოჯამ.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა 19-25 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. გამოცემის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი პირადად წარადგენს უკრაინის "მშვიდობის ფორმულას".
გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიო ლიდერები ნიუ-იორკში 18 სექტემბრიდან შეიკრიბებიან. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა კი 20 სექტემბერს გაიმართება.