ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა ნატოში თავის პარტნიორებს განუცხადეს, რომ სურთ კიევმა მაქსიმალურად სწრაფად მოაწეროს ხელი არსებულ გეგმას, რადგანაც უარის შემთხვევაში შემდეგი შეთანხმების პირობები კიევისთვის უარესი იქნება. ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით The Guardian წერს - მათი შეფასებით შეხვედრამ მძიმე ატმოსფეროში ჩაიარა. 

საუბარია შეხვედრაზე ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან, რომელზედაც აშშ-ს სახმელეთო არმიის მდივანმა ევროპელ პარტნიორებს შეთანხმების შინაარსი და ტრამპის ადმინისტრაციის გეგმები გააცნო. 

"კოშმარული შეხვედრა იყო, რომელზედაც კიდევ ერთხელ მოვისმინეთ თქვენ კარტი არ გაქვთ არგუმენტი"- ამბობს ერთ-ერთი წყარო. 

წინა დღით დრისკოლმა შეხვედრა გამართა ვოლოდიმირ ზელენსკისთან. 

"არ არსებობს იდეალური შეთანხმება და მას ხელი უნდა მოეწეროს, უმჯობესია ადრე, ვიდრე გვიან"- წყაროების ცნობით, სწორედ ასე შეაფასა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა დრისკოლმა. 

წყაროების ცნობით, დრისკოლა ასევე ხაზგასმით განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მთავარი პრიორიტეტი ომის მაქსიმალურად სწრაფად დასრულებაა - "რაც უფრო მეტი მზარეული სამზარეულოში, მით უფრო რთულია მუშაობა." 

შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ს საქმეთა რწმუნებული უკრაინაში, ჯული დევისი, რომელმაც დიპლომატებთან საუბარში აღიარა, რომ შეთანხმებების პირობები უსამართლოა, მაგრამ მისი თქმით, "ამ მომენტიდან პირობები გაუარესდება, არ გაუმჯობესდება.