ბენიამინ ნეთანიაჰუ გიჟივით იქცეოდა. ის გამუდმებით ყველაფერს ბომბავს, ამან, შეიძლება, ძირი გამოუთხაროს იმას, რის გაკეთებასაც ტრამპი ცდილობს, – ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა გამოცემა „აქსიოსს“ განუცხადა.
ტრამპის ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელმა „აქსიოსს“ განუცხადა, რომ თეთრი სახლი შეშფოთებულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიერ სირიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებით და ნეთანიაჰუ მოიხსენიეს, როგორც „გიჟი“ და „ბავშვი, რომელიც უბრალოდ არ იქცევა სწორად“.
ისრაელმა 16 ივლისს სირიის ჯარებსა და დამასკოში მნიშვნელოვან შენობებზე იერიში მიიტანა, მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალები დრუზების ქალაქ სუვეიდაში ათობით ადამიანის მკვლელობაში დაადანაშაულეს.
„ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ყოველდღე რაღაც ახალი ხდება. რა ჯანდაბაა?“ – ამბობს მეორე მაღალი რანგის მთავრობის წევრი მას შემდეგ, რაც ისრაელის ტანკის ჭურვი ღაზაში ეკლესიას მოხვდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საჯაროდ არ ისაუბრა ღაზის ერთადერთ კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმაზე, მან ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა და მოითხოვა, რომ მომხდარის გამო სინანული გამოეხატა.
თარგმანი: პირველი არხი