თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო, – ამის შესახებ Associated Press იუწყება.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტი პენსილვანიის ავენიუსა და მე-17 ქუჩის მიმდებარედ მოხდა. მამაკაცმა ჩანთიდან იარაღი ამოიღო და ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც საპასუხო სროლა საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმაც განახორციელეს. დაჭრილი თავდამსხმელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელი 21 წლის ნასირ ბესტი იყო.
სასამართლო ჩანაწერების მიხედვით, ბესტი 2025 წლის ივლისშიც დააკავეს, როდესაც თეთრი სახლის სხვა უსაფრთხოების პუნქტზე უნებართვოდ შესვლას ცდილობდა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ის პოლიციის მოთხოვნებს არ დაემორჩილა, აცხადებდა, რომ "იესო ქრისტე" იყო და ამბობდა, რომ დაპატიმრება სურდა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.




