თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკელმა სპეციალურმა წარმომადგენლებმა მოსკოვში ვიზიტისა და რუსეთის ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკებების დროს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების სამომავლო ნაბიჯებზე "კონკრეტული გეგმები" განიხილეს.  

როგორც Reuters თეთრ სახლზე დაყრდნობით იტყობინება, მხარეებმა შეიმუშავეს დიალოგის გაგრძელების არსებითი ინიციატივები, რომელთა შესახებ ოფიციალური დეტალები უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.  

მოსკოვში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა კრემლში შეხვედრები გამართეს.  

კრემლის შეფასებით, მოლაპარაკებები "გულწრფელ" ატმოსფეროში წარიმართა და ამერიკულმა მხარემ დარეგულირების შესაძლო გზებზე რამდენიმე ახალი იდეა წარადგინა.

მოსკოვიდან ვიზიტის დასრულების შემდეგ, ამერიკელი დიპლომატები კონსულტაციების გასაგრძელებლად კიევში გადავიდნენ.  

აღნიშნული დიპლომატიური აქტივობა მიზნად ისახავს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დასასრულებლად ნიადაგის მომზადებას და მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას.