ტექსასის შტატის ქალაქ ოსტინში, სამხრეთ-დასავლეთით აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ამ დროისთვის პოლიცია ადგილზე მუშაობს, სამართალდამცავებმა ტერიტორია დაბლოკეს, სადაც გამნაღმველები მუშაობენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტელეარხის თანახმად, 12 მარტს ოსტინში ორი "შეფუთული" ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.
2 მარტს, ოსტინის აღმოსავლეთით, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 39 წლის მამაკაცი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებების სერია ერთმანეთს უკავშირდება, მაგრამ ჯერჯერობით პოლიციამ ეჭვმიტანილებისა და მათი მოტივების დასახელება ვერ შეძლო.