აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ადგილისთვის ტეხასის შტატის მე-18 საკონგრესო ოლქში გამართულ რიგგარეშე არჩევნებში დემოკრატმა კანდიდატმა, ქრისტიან მენეფიმ გაიმარჯვა. პარალელურად, ტეხასის შტატის სენატის მე-9 ოლქის რიგგარეშე არჩევნებში ხმათა  უმეტესობა ასევე დემოკრატმა, ტეილორ რემეტმა მოიპოვა.

მენეფიმ და რესპუბლიკელმა კანდიდატმა, ამანდა ედვარდსმა გასული წლის ნოემბერში ჩატარებულ რიგგარეშე არჩევნებში ყველაზე მეტი ხმები მიიღეს, რის შემდეგაც მათ შორის მეორე ტური გაიმართა. მენეფიმ ხმების 68.4% მიიღო, ედვარდსმა კი - 32.6%. 

ხოლო ტეხასის შტატის მე-9 ოლქის არჩევნებში რემეტმა ხმათა დაახლოებით 57% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, რესპუბლიკელმა, ლი ვამბსგანსმა კი - დაახლოებით 43%.

ტეხასის შტატის მე-18 საკონგრესო ოლქს წარმომადგენელი არ ჰყოლია, მას შემდეგ, რაც ყოფილი კონგრესმენი, სილვესტერ ტერნერი გასული წლის მარტში გარდაიცვალა.