ტეხასის ავტომაგისტრალზე, კერძო თვითმფრინავის აფეთქებას მილიონერი ემსხვერპლა, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიას ხელმძღვანელობდა. ტრაგედია სამშაბათს ღამით მოხდა.

ტექნოლოგიური სტარტაპ Capital Factory-ის დირექტორი, ჯოშუა ბაერი, ერთ-ერთი იყო იმ ექვსი მგზავრიდან, რომელიც კომპანია NetJets-ის კუთვნილ Cessna Citation Latitude-ში იმყოფებოდა.

ხომალდს ცეცხლი იმ მომენტში გაუჩნდა, როდესაც ის, ღამის 10 საათის შემდეგ, ქალაქ ლარედოს ავტომაგისტრალზე ამობრუნებული დაენარცხა.
კატასტროფა აშშ-მექსიკის საზღვართან ახლოს, მე-20 წრიულ გზაზე (Loop 20) მოხდა. როგორც ტელეკომპანია KGNS News-ი იტყობინება, მანამდე აეროპორტის მართვის კოშკურამ განაცხადა, რომ კერძო საჰაერო ხომალდს ტექნიკური გაუმართაობა შეექმნა, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა.