ამის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელთა უფლებების დამცველ ჯგუფი Codacons-ზე დაყრდნობით „რაი ნიუსი" ავრცელებს
მილანის „სან-სიროზე" 13 და 14 ივლისისთვის დაგეგმილ ტეილორ სვიფტის ორ კონცერტზე ბილეთებში გადამყიდველები წარმოუდგენლად დიდ თანხებს ითხოვენ. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჯგუფის ცნობით, ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთ საიტზე 14 ივლისის კონცერტის დაწყვილებული ბილეთი, რომელიც არ შეიძლება ცალ-ცალკე გაიყიდოს 13 334 ევროდ იყიდება, სხვა ანალოგიურ საიტზე კი 13 ივლისის კონცერტის ერთ ბილეთში 4677 ევროს ითხოვენ.
Ebay-ის პლატფორმაზე 13 ან 14 ივლისისთვის ბილეთები შეიძლება 3000 ევროდ მოიძიოთ.
ის ფაქტი, რომ ბილეთი თავდაპირველ ფასთან შედარებით 10 ათასი პროცენტით უფრო ძვირად იყიდება, ცხადყოფს, რომ ბილეთების გადაყიდვის სამარცხვინო მოვლენის შეზღუდვის მიზნით შემოღებული წესები არაეფექტურია. საჭიროა წესების გამკაცრება და პირველ რიგში, იმ საიტების დაბლოკვა, რომლის მეშვეობითაც ბილეთების გადაყიდვა ხდება. ჩვენ ხვალ საჩივრით მივმართავთ ანტიმონოპოლიურ სამსახურსა და პროკურატურას, - აცხადებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჯგუფ Codacons-ის პრეზიდენტი კარლი რიენცი