ციურიხში შნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ქიმიის დარგში პრემია მიენიჭა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფს, რომლებმაც შეისწავლეს ტარაკნის რძე. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ის შეიცავს დაახლოებით სამჯერ უფრო კალორიულია, ვიდრე ძროხის რძე. მათი თქმით, ტარაკნის რძის  მაღალი კვებითი ღირებულება განპირობებულია მისი განსაკუთრებული კრისტალური სტრუქტურით, რომელიც ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების დიდი რაოდენობით შენარჩუნებას.

ფიზიკის პრემია მიენიჭათ კანადის ვატერლოოს უნივერსიტეტის სტუდენტებს. მათ აღმოაჩინეს, რომ პისუარში წყალში შხეფების თითქმის მთლიანად აღმოფხვრა შესაძლებელია, თუ ნაკადი ზედაპირს 30 გრადუსზე ნაკლები კუთხით მოხვდება. ამ დაკვირვების საფუძველზე, მკვლევრებმა შეიმუშავეს დიზაინი, რომელიც შეამცირებს შხეფებს მაშინაც კი, როდესაც ნაკადი არაზუსტად არის მიმართული.

ნიადაგმცოდნეობის დარგში პრემია გადაეცათ მკვლევრებს, რომ 25 ქვეყანაში ორი თვის განმავლობაში მიწაში ჩაფლული ბამბის საცვლების დაშლის ხარისხის მიხედვით შეაფასეს ნიადაგის ბიოლოგიური აქტივობა და ნაყოფიერება ქსოვილზე მიკროორგანიზმების (ჭიების, ბაქტერიების და სოკოების) ზემოქმედების ინტენსივობის მიხედვით. დადგინდა, რომ ბამბის საცვლების დაშლის სიჩქარე ნიადაგის ნაყოფიერების პირდაპირპროპორციულია. 

პრიზის ისტორიაში პირველად ცერემონია გაიმართა შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ. ღონისძიება შვეიცარიაში გადაიტანეს აშშ-ის გამკაცრებული სავიზო პოლიტიკის გამო.

მოამზადა რაულ კაპანაძემ