დღეს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ტაივანის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მიიღო. ჩინეთის და ტაივანის პოლიტიკური ლიდერების ამ იშვიათ შეხვედრაზე ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ტაივანის სრუტეში მშვიდობისკენ სწრაფვას.
ჩენ ლი-ვუნი მთავარი ოპოზიციური პარტია „კუომინტანგის“ პირველი მოქმედი ლიდერია, რომელიც 2016 წელს პეკინის მიერ ტაივანთან მაღალი დონის კონტაქტები შეჩერების შემდეგ ესტუმრა ჩინეთს.
ჩენ ლი-ვუნი „კუომინტანგის“ ლიდერად ერთ წელზე ნაკლები ხნის წინ, 2025 წლის ოქტომბერში აირჩიეს. არჩევნებში გამარჯვების მილოცვისას (ტაივანის პარლამენტში მთავარ ოპოზიციურ პარტიას 52 ადგილი აქვს, პრეზიდენტის მიერ დანიშნულ პრემიერ-მინისტრის პარტიას კი 51) სი ძინპინმა ძინპინმა იმედი გამოთქვა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და „კუომინტანგს“ შორის თანამშრომლობის შესახებ „საერთო განვითარების დაჩქარებისა და ეროვნული გაერთიანების ხელშეწყობის“ საკითხებში.
ჩენ ლი-ვუნმა ადრე განაცხადა, რომ მან „სიამოვნებით“ მიიღო მოწვევა კონტინენტურ ჩინეთში ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობისკენ პირველი წარმატებული ნაბიჯის გადადგმას იმედოვნებს.
ტაივანის ხელისუფლებამ ვიზიტზე უარყოფითად რეაგირება მოახდინა. მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადებით, ვიზიტი ტაივანის შეერთებული შტატებისგან სამხედრო შესყიდვების და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის შეფერხებას ემსახურება.
„ჩვენი ორი პარტიის ლიდერები დღეს ხვდებიან, რათა დაიცვან ჩვენი საერთო სამშობლოს მშვიდობა და სტაბილურობა, ხელი შეუწყონ სრუტეებს შორის ურთიერთობების მშვიდობიან განვითარებას და მომავალ თაობებს ნათელი და ლამაზი მომავლის გაზიარების საშუალება მისცენ“, - განაცხადა სი ძინპინმა პარასკევს სახალხო დიდ დარბაზში გამართულ შეხვედრაზე.
მან დასძინა, რომ ჩინეთი მზადაა გააძლიეროს გაცვლა და დიალოგი სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის „კუომინტანგთან“, თუმცა ეს უნდა მოხდეს იმის გაგებით, რომ ჩინეთი ტაივანის დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება.
სი ძინპინმა ასევე დაადასტურა, რომ ტაივანის სრუტის ორივე მხარეს ჩინელი ხალხი ცხოვრობს და ყველას სურს მშვიდობა.
„ეს არის არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ტაივანი და ტაივანის სრუტე ბრძოლის ველად იქცეს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ტაივანის ყველა პოლიტიკური პარტია დადგება პარტიულ უთანხმოებებზე მაღლა, უპირატესობას მიანიჭებს სრუტეებს შორის ურთიერთობებს და მშვიდობისთვის ერთად იმუშავებს. გენერალურმა მდივანმა სიმ ახლახან აჩვენა ეს მნიშვნელოვანი კეთილი ნება“, - განაცხადა ჩენ ლი-ვუნმა პეკინში.




