ნიუ-იორკ ნიუ-ჯერსის" სტადიონზე გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის თასის გადაცემის ცერემონიაზე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს მინდორზე გამოჩენას ტრიბუნებიდან უკმაყოფილება და სტვენა მოჰყვა.

ფინალურ დაპირისპირებაში ესპანეთმა მოქმედი ჩემპიონი არგენტინა ანგარიშით 1-0 დაამარცხა და ტიტული მოიპოვა.

გულშემატკივართა სტვენა მას შემდეგ შეწყდა, რაც ტრამპმა და ინფანტინომ, მთავარი ჯილდოს გადაცემამდე, მოთამაშეებსა და მწვრთნელებს მედლები გადასცეს. პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც სტადიონზე ვერტმფრენით მივიდა, ესპანელ ფეხბურთელებთან ერთად პოდიუმზე მანამ დარჩა, სანამ გვერდზე გადგომას სთხოვდნენ, რადგან კაპიტანი როდრი ფოტოგრაფების წინაშე თასის აღმართვას აპირებდა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპი მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე დიდი სკანდალის ეპიცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ინფანტინოს დაურეკა და ჯგუფური ეტაპის მატჩში (ბოსნია და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ) აშშ-ის თავდამსხმელ ფოლარინ ბალოუნისთვის ნაჩვენები წითელი ბარათის გადახედვა სთხოვა. შედეგად, ბალოუნს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია შეუჩერეს და მან მერვედფინალში ბელგიის წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა ამ შეხვედრაში აშშ-ის ნაკრები 4-1 დამარცხდა.