საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს.
"ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ვულოცავ.
ის არაერთი თაობისთვის ქართული მუსიკალური ხელოვნების ცოცხალი სიმბოლოა. მისი უნიკალური შემოქმედება და გამორჩეული ხმა ჩვენი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ქალბატონ ნანის ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას." - ნათქვამია მიხეილ ყავალეშვილის მილოცვაში.








