მიუხედავად ამ საკითხისადმი უჩვეულოდ მაღალი ყურადღებისა, ნორვეგიაში რესპუბლიკური მმართველობის დამყარების წინადადება უარყოფილ იქნა.
რესპუბლიკური მმართველობის დამყარების შესახებ წინადადებებს სტორტინგში რეგულარულად განიხილავენ, მაგრამ მას, როგორც წესი, ცალკეული პარტია ან სხვადასხვა პარტიათა ცალკეული წარმომადგენლები უჭერენ მხარს.
წელს წინადადება განსაკუთრებულ ყურადღება მიიპყრო, რადგან ის კენჭისყრაზე გაიტანეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ პრინცესა მეტე-მარიტის ჯეფრი ეპშტეინთან კონტაქტების შესახებ ახალი დეტალების გამოქვეყნებიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში. გარდა ამისა, დღეს დილით დაიწყო პრინცესას ვაჟის, მარიუს ბორგ ჰოიბის სასამართლო პროცესი.
კენჭისყრამ აჩვენა, რომ სკანდალებს მონარქიის მიმართ ნორვეგიელ პარლამენტართა დამოკიდებულებაზე არ უმოქმედია. თუ ბოლო ენჭისყარაზე, რომელიც 2022 წელს გაიმართა, მონარქიის შენარჩუნებას 169 დეპუტატიდან 131 უჭერდა მხარს, ამჯერად მმართველობის არსებული ფორმის შენარჩუნებას ხმა მისცა 141-მა დეპუტატმა.




