NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტზე ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება.

სტოლტენბერგის თქმით, ის მოელის, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან "პაკეტზე სამი ელემენტისგან, რომელიც უკრაინის NATO-სთან დაახლოებას შეუწყობს ხელს".

პირველი ელემენტი მოიცავს მრავალწლიანი დახმარების პროგრამას უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და NATO-ს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად.

მეორე ელემენტი გააუმჯობესებს პოლიტიკურ კავშირებს NATO-უკრაინის საბჭოს შექმნით, ხოლო რაც შეეხება მესამე ელემენტს, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ "მოველით, რომ ჩვენი ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი".