NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინას ალიანსისგან მეტი დახმარება სჭირდება.

"კიევმა ევროპაში სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი უნდა შეინარჩუნოს, ამიტომ, ალიანსის ინტერესებშია უკრაინის სათანადო მხარდაჭერა.

ბრძოლის ველზე მძიმე ვითარებაა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რომ გავაგრძელოთ და გავზარდოთ უკრაინისადმი მხარდაჭერა, მსოფლიო ვერ დაუშვებს პუტინის გამარჯვებას", - ამბობს სტოლტენბერგი.