NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს გმობს.

"ისრაელი მარტო არ არის“ – განაცხადა მან.

ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის თანახმად, NATO-ს მოკავშირეებმა ბრიუსელში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ სასტიკი ტერორისტული თავდასხმები დაგმეს.

„მოკავშირეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ისრაელს და ცხადყვეს, რომ უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი პროპორციულად ამ გაუმართლებელი ტერორისტული აქტების წინააღმდეგ. მათ მოუწოდეს „ჰამასს“, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მძევალი. მოკავშირეებმა ასევე მკაფიოდ განაცხადეს, რომ არც ერთი ერი ან ორგანიზაცია არ უნდა შეეცადოს სიტუაციის გამოყენებას ან მის ესკალაციას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.