აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართული მოლაპარაკებები "საბოლოო ეტაპზე" გადავიდა.
მისი თქმით, პროგრესი მიღწეული იქნა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული ინტენსიური შეხვედრების შემდეგ, სადაც ის უკრაინის დელეგაციას შეხვდა.
"მოლაპარაკებები განსაკუთრებულად დეტალური და შინაარსიანი იყო, დარჩენილი საკითხები გადაიჭრება, თუ ორივე მხარე პოლიტიკურ ნებას გამოავლენს" - თქვა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
უიტკოფის თქმით, ამჟამად განხილვები პრაქტიკულად ერთ მთავარ პრობლემამდეა დაყვანილი, რომლის მოგვარებაც მას შესაძლებლად მიაჩნია. უიტკოფს არ დაუკონკრეტებია თუ კონკრეტულად რას ეხება ეს საკითხი.








