აშშ-ის წარმომადგენლები — სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი — მოსკოვისა და კიევის მონახულებას 5-6 სექტემბერს გეგმავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედიასაშუალებები ავრცელებენ.
გეგმის თანახმად, ამერიკელი წარმომადგენლები ვიზიტს ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი კიევში გამართავენ. მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო თარიღები დასახელდა, ოფიციალური უწყებების მხრიდან ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით ბოლომდე დადასტურებული არ არის.
როგორც სხვადასხვა წყარო აღნიშნავს, კიევში ვიზიტთან დაკავშირებით გარკვეული მსჯელობები მიმდინარეობს, რადგან მხარეები უსაფრთხოებისა და გრაფიკის დეტალებს ათანხმებენ.
ეს ვიზიტი წარმოადგენს აშშ-ის ახალ დიპლომატიურ ინიციატივას, აქტიურად ჩაერთოს რეგიონში მიმდინარე პროცესებისა და შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების განხილვაში.




