სამი ადამიანი დაიღუპა მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში მომხდარი სროლის შედეგად. 5 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

პოლიციამ გაავრცელა ეჭვმიტანილის ფოტოებიც, რომელიც ფერადკანიანი კაცია. ის ამ დრომდე თავისუფალია.

პირველი შეტყობინება პოლიციაში ადგილობრივი დროით 20:18 საათზე შევიდა. უნივერსიტეტში ჯამში 50 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.