საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისი პარაძალოსნობაში ევროპის ღია ჩემპიონატს მასპინძლობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ევროპის ღია ჩემპიონატი 11 მარტს დასრულდება. ტურნირში 27 ქვეყნის 300-მდე დელეგატი, მათ შორის 193 პარაათლეტი - 126 კაცი, 67 ქალი სპორტსმენი, მონაწილეობს.

ჩემპიონატში საქართველოს ღირსებას 29 პარაძალოსანი დაიცავს. ტურნირი სასტუმრო „ჰუალინგში“ მიმდინარეობს და დასწრება თავისუფალია.