სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა.

YouGov-ის თანახმად, რომელიც Le HuffPost-ისთვის ყოველთვიურად მზადდება, ნოემბერში საფრანგეთის პრეზიდენტის პოპულარობა მკვეთრად დაეცა.

გამოკითხვის მიხედვით, ფრანგების მხოლოდ 12 პროცენტი აფასებს დადებითად მის საქმიანობას.

ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ემანუელ მაკრონის მიერ ელისეის სასახლეში თანამდებობის დაკავების შემდეგ.

კვლევა ჩატარდა 1 024 ადამიანს შორის, რომლებიც წარმოადგენენ საფრანგეთის მოსახლეობას. კვლევა განხორციელდა ონლაინ, YouGov France-ის პანელზე, 2026 წლის 2-დან 5 ნოემბრამდე.