სომხეთის სააგენტოები ანისის ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით სომხეთის საგარეო სამინისტროს განცხადების შესახებ იუწყებიან.
სომხეთი მალე გააცნობს თურქეთს თავის ხედვას ანისის ხიდის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, - წერს სააგენტო News.arm საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.
„თურქეთმა სომხეთს ანისის ხიდის აღდგენის შესახებ გადასცა პროტოკოლი, რომელიც ამჟამად საბოლოო დამუშავების სტადიაშია და მალე გადაეცემა თურქულ მხარეს", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რაც შეეხება მარგარა-ალიჯანის საგუშაგოს, იქ სარემონტო სამუშაოები დასრულებულია. სასაზღვრო პუნქტი ექსპლუატაციისთვის მზადაა.
მდინარე არუხიანზე (თურქ. არპაჩაი), რომელიც სომხეთის და თურქეთის საზღვარზე მდებარეობს, ხიდი მე-11 საუკუნეში, ბაგრატუნების დინასტიის დროს აშენდა და აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილს წარმოადგენდა. ამჟამად ორივე სანაპიროზე მხოლოდ ხიდის ბურჯები არის შემორჩენილი. განცხადება მისი ერთობლივი ძალებით აღდგენის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გასული წლის დასაწყისში გააკეთა ანკარაში, თურქეთის იმჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივი კონფერენციის დროს. აგვისტოში სომხური პრესა აცხადებდა, რომ ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეწყვეტილი იყო.